LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავარჯნიანი მამაკაცი მოედანზე: წლის ეპიზოდი ავსტრალიაში მოხდა (ვიდეო)

2473831-51375330-2560-1440

წლის ყველაზე აბსურდული სიტუაცია: მოედანზე გავარდა მამაკაცი ყავარჯნებით.
უსაფრთხოების სამსახური ასეთი გაწბილებული ალბათ არასოდეს ყოფილა.

შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა. „სიდნეიმ“ სტუმრად „სენტრალ ქოუსტ მერინერზი“ დაამარცხა 2:1 ქვეყნის А-ლიგაში.

სტადიონის მცველები იმდენად უმოქმედოდ იყვნენ, რომ ყავარჯნიანმა მამაკაცმა როგორღაც მოედანზე გასვლა მოახერხა. ვარაუდობენ, რომ მან დაცვა თავისი აქსესუარით შეცდომაში შეიყვანა და თავისი ვითომდა უმწეო მდგომარეობა გამოიყენა. კაცმა გვარიანად და გულიანად იქნია კასტილები და შემდეგ ხელკავით გაიყვანეს მოედნიდან.

„სიდნეი“ ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, „სენტრალ ქოუსტი“ კი ბოლოა. სხვათა შორის, ამ გუნდში შეიძლებოდა უსეინ ბოლტი აღმოჩენილიყო, მაგრამ ყველაზე სწრაფად მორბენალმა კონტრაქტზე უარი თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები