საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი ეხმიანება გუშინ, პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა, მოგვიანებით კი საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ყაველაშვილის განცხადებით, „პრეზიდენტი არაადეკვატური იყო“.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტი იყო არაადეკვატური, უხეში და ცოტა გაღიზიანებული ამ ხალხის მიმართ.
დარწმუნებული ვარ, ამ თემებზე მქონდა შესაძლებლობა, რომ მესაუბრა, ის არის ზეწოლის ქვეშ არა მმართველი ძალისგან, არამედ, ის არის ზეწოლის ქვეშ სწორედ თავისი მორალური შეხედულებიდან, რომელიც ამ ადამიანების მიმართ აქვს.
სამწუხაროა, რომ მისი გაღიზიანებული ტონი სწორედ ამას უკავშირდებოდა, რომ ალბათ ვერ გადაუწყვეტია და გაღიზიანება გამოიწვია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სულ ყოველდღე უნდა ეფერებოდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.