„ყაზახეთის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა – სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ“, – ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარდ თოყაევის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ყაზახეთი არ ცნობს „კვაზისახელმწიფოებს“კერძოდ ლუგანსკსა და დონეცკს“.
„ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა უარი განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის „კვაზი ანკლავების“ აღიარებაზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის/ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის არცერთ ქვეყანას არ სურს რუსეთის დანაშაულებში მონაწილეობა. სირია დარჩა კრემლის ერთადერთ მოკავშირედ პოლიტიკურ რუკაზე. პუტინს სურდა რუსეთი ძლევამოსილ ქვეყნად ექცია, მაგრამ ის გარიყულ ქვეყნად აქცია,“- წერს პოდოლიაკი.