ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც ყაზახეთის ერთ–ერთ რკინიგზის სადგურზეა გადაღებული. ფოტოზე ათობით ახალი Toyota Land Cruiser 300, შავი და თეთრი ძარის მქონე მოდელებია ასახული.
ეს ფოტოები იმას მოწმობს, რომ Toyota–მ ახალი თაობის ყველგანმავლის მიწოდება დაიწყო.
Land Cruiser 300 ახალ პლატფორმა TNGA-F–ზეა აგებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მოდელი 3,5 ლიტრის მოცულობის ბენზინის V6 აგრეგატით დაკომპლექტდება და 415 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს. გარდა ამისა, კროსოვერისთვის ხელმისაწვდომი იქნება დიზელის V6 ძრავაც, 3,3 ლიტრის მოცულობით და 309 ცხენის ძალიანი სიმძლავრით.
აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის Toyota Land Cruiser–ის პრემიერა 31 მაისს ან 1–ელ ივნისს შედგება.