LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

113

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში პირველად, ახალ შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი განთავსდება. ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, ვიზიტორთა ცენტრი სტეფანწმინდაში გამორჩეული ადგილი იქნება.

„ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან. ახალ ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლები საუკეთესოდ მოემსახურონ ვიზიტორებს და საქმიანობა მაღალ დონეზე შეასრულონ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებაზე. ასევე იგეგმება ადამიანური რესურსის გაზრდა იმისათვის, რომ პარკის ადმინისტრაციამ დაკისრებულ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვას; დამატებით გვეყოლება რეინჯერები. ასევე გვინდა პატარა მუზეუმის გახსნა, რომელიც იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ იმ ბიომრავალფეროვნებას, რომლითაც ასეთი ამაყები ვართ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყაზბეგის ეროვნულ პარკში არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაცვა და სათანადო პოპულარიზაცია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. პროექტის განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო. პროექტის ღირებულებამ 793 450 ლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g