LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზტრანსგაზის ნაცვლად „თბილისი ენერჯი“ – ვინ მოემსახურება თბილისელებს

193
shutterstock-262867415

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100 % „თბილისი ენერჯიმშეიძინაამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას თავად „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს:

„კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მართვის რეჟიმი 2019 წლის 3 მაისს გაუქმდა და კომპანიის მენეჯმენტის გადმობარება ქართულმა ბიზნესჯგუფმა დაიწყო, რომელმაც თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის აქციების 100 % შეიძინა.

დღეიდან კომპანია რებრენდიგის პროცესს იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სახელის ცვლილების გარდა გულისხმობს ბრენდი ლოგოს, ფერის და აიდენტიკის სხვა ელემენტების სრულად განახლებას.

გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მცხოვრებლებს „თბილისი ენერჯის“ სახელით მოემსახურება.

თბილისი ენერჯისთვისპრიორიტეტია დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ განახლებულა.

კომპანია ითვალისწინებს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გაზის უსაფრთხო მოხმარებას უკავშირდება და აბონენტებთან ერთად, რომლებიც კანონმდებლობით თავად არიან პასუხისმგებლები საკუთარ ფართში გაზდანადგარების სწორ ექსპლუატაციაზე, სექტემბრიდან ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს, რომელიც სრულად მიმართული იქნება ბუნებრივი გაზის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად.

ამჟამად დაწყებულია „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები, გაზგამანაწილებელი კომპანიის ბიზნესგეგმით ქსელის რეაბილიტაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, რაც ასევე გაუმარტივებს აბონენტებს კომპანიასთან ურთიერთობას. ყოველწლიურად საშუალოდ 30 მილიონიანი ინვესტიცია იგეგმება.

„თბილისი ენერჯი“ წარმოადგენს ქართულ ბიზნეს ჯგუფს, რომლისთვისაც პრიორიტეტი თითოეული მომხმარებელია“, – ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g