LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყაზტრანსგაზის” ორ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

Untitled

ყაზტრანსგაზის ორ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათ გამოძიება გულგრილობის მუხლით ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც გულგრილობას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ახლა გამომძიებელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე შუამდგომლიბის შესატანად მიდის. არც ერთი ბრალდებული არ დაკითხულა, თავს დამნაშავედ არ თვლიან. აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით გირაო იქნეს შეფარდებული”, – განაცხადა ადვოკატმა თამარ ჯაფარიძემ.

ბრიგადა, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, დიდ დიღომში მდებარე კორპუსში იმყოფებოდა, პოლიციამ გუშინ დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას და სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა 16 დეკემბერს, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ადგილობრივებმა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგშია და გაზის სუნი საღებავის სუნში ეშლებოდათ. რამდენიმე საათში კი ავთანდილის 8 ნომერში ტრაგედია დატრიალდა.

გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. 8 ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვებიდან ერთი მკურნალობას იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g