ყირგიზეთში, სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7.01 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითი ცენტრი (GFZ) ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ცივი ამინდის მიუხედავად მოსახლეობა გარეთ გაიქცა.
GFZ-ის ცნობით, მიწისძვრა 10 კმ სიღრმეზე იყო. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ახლომდებარე ყაზახეთში, იგივე მიწისძვრა 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.
ამასთან, ყაზახეთში საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აღნიშნა, რომ მიწისძვრა ყაზახეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
როგორც მედია წერს, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მოსახლეობამ მიწისძვრის გამო სახლები დატოვა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.
