LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყირგიზეთში მომიტინგეებმა პრემიერ-მინისტრად პატიმრობიდან გათავისუფლებული საფაროვი დანიშნეს

150
Japarov Meet

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ჩატარებული არჩევნების შემდეგ ქვეყანა ფართომასშტაბიანმა საპროტესტი აქციებმა მოიცვა.

ბორონოვი შეცვალა ყოფილმა პრემიერმა სადირ ჯაფაროვმა, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ციხიდან გუშინ გაათავისუფლეს. ის სასჯელს ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორის გატაცებისთვის იხდიდა.

განვითარებულ მოვლენებზე BBC-სთან ისაუბრა ქვეყნის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომიტინგეების მთავარი მიზანი მისი გადაყენება იყო.

ბიშკეკში საპროტესტო გამოსვლები 4 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყო. აქციის მონაწილეებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლო.

საპროტესტო გამოსვლების დროს ოპოზიციურმა ჯგუფებმა ყირგიზეთის სამთავრობო აპარატების უმეტესობა კონტროლზე აიყვანეს და გაათავისუფლეს გუბერნატორები.

შეტაკებების შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 590 კი დაშავდა.

ყირგიზეთში ძალაუფლებისთვის ბრძოლას 1 ადამიანი შეეწირა და 590 დაშავდა

ქვეყნის პრეზიდენტმა მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, შეიარაღებულ ძალებს კი უბრძანა მათთვის ცეცხლი არ გაეხსნათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g