უკრაინაში მყოფი გიგა მაქარაშვილი კიევიდან მორიგ ამბავს გვიზიარებს. ამჯერად, ყირიმის აფეთქებაზე და უკრაინელი მებრძოლის ბაბუზე.
“ყირიმის აფეთქების კადრები თუ შეგიძლია მანახოო, გვერდით მომიჯდა, თუ კი რამ ვიდეო იყო ალბათ ყველა ვაჩვენე, ზოგი რამდენჯერმე. ტელეფონი ყურთან მიიტანა, უნდა მივხვდე რა ფეთქდებაო.
ეგეთი არაფერი მინახავს, ვერაფრით მივხვდი რა ემოციები დასდიოდა სხეულში. გაურკვეველ სიტყვებს იძახდა.. ორივე ხელი უკანკალებდა.. ბოლოს, ჩემი შვილიშვილი ქართველებთან ერთად იბრძვისო.
დიაკუიუ სინოკ მითხრა და წავიდა.
ანატოლი სიოდორჩუკი. 82 წლის. კიევი. 2022”, – წერს მაქარაშვილი.
