თბილისელების 20%-ს შინაური ცხოველი/ფრინველი ჰყავს, ამის შესახენ “ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გახდა ცნობილი.
კვლევამ აჩვენა, რომ მათგან უმეტესობას (60%) ძაღლი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ პოპულარობით მეორე ადგილზე არა კატა (10%), არამედ თუთიყუშია (28%).
შინაური ცხოველის/ფრინველის მეპატრონეებს, მათი მოვლისთვის თვეში საშუალოდ 38 ლარი ეხარჯებათ.
კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის იანვარში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.