LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველდღე გამოვალთ და ვაჩვენებთ, რომ ამ ქვეყანას არ მივატაცებინებთ! თქვენ თესეთ ზიზღი, ჩვენ ერთობას დავიბრუნებთ“ – ნანკა კალატოზიშვილი

147
ნანკა კალატოზიშვილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან გვიან ღამით დასრულდა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები საღამოს ცხრა საათისთვის მსვლელობით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში, „ქართული ოცნების“ ოფისისკენ დაიძრნენ. მოგვიანებით, ისინი უკან, პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ.

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, უწყვეტ საპროტესტო აქციებს ესწრება ამბობს, რომ პროტესტი არ შეწყდება.

„ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ ის ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაღაცის შეცვლა, არის თვითონ და ყველაფერი გამოვა. ერთს გამოყავს ათი, ათს ასი და ა.შ

ყოველდღე გამოვალთ და ვაჩვენებთ, რომ ამ ქვეყანას არ მივატაცებინებთ! თქვენ თესეთ ზიზღი, ჩვენ ერთობას დავიბრუნებთ,“ – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პროტესტი და მსვლელობა დღესაც იგეგმება, მაგრამ მსვლელობის გეგმა და მიმართულება სპონტანური იქნება.

პოპულარულები