LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორივე ბიჭი შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში… ერთმა ბრიტვის გადაყლაპვა სცადა… დამირეკეს სახალხო დამცველის აპარატიდან, მითხრეს, რომ დღესვე ჩაერთვებიან“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

283
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს ინფორმაციას რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების შესახებ. საუბარია 19 წლისა და 21 წლის ბიჭებზე, რომლებსაც როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, სახელმწიფოსთვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანის გამო, 6 წლიანი მუხლით წაუყენეს ბრალი.

„გახსოვთ ალბათ ორი ბიჭის შესახებ ვწერდი. აქციების დროს დააკავეს, სახელმწიფოსთვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანის გამო, 6 წლიანი მუხლით წაუყენეს ბრალი.
სახელებს და გვარებს არ ვწერ.

ერთი 19 წლისაა, მეორე 21. ორივე ბიჭი შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში. ერთმა ბრიტვის გადაყლაპვა სცადა. ფიზიკურად სცემენ საკანში, აფურთხებენ, საჭმელს არ აჭმევენ. ციხის ადმინისტრაცია ფაქტებზე არ რეaგირებს.

Levan Ioseliani გირეკავთ, არ მპასუხობთ და იქნებ შეასრულოთ თქვენი საქმე და დაიცვათ ეს ბიჭები ჯოჯოხეთისგან.

ადვოკატები მზად არიან დეტალურად მოგიყვნენ მომხდარის შესახებ! გადაიყვანეთ ორივე სამარტოო საკანში.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით ჟურნალისტმა სტატუსი განაახლა და დაწერა, რომ „სახალხო დამცველის აპარატიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დღესვე ჩაერთვებიან საქმეში“.

„დამირეკეს სახალხო დამცველის აპარატიდან. მითხრეს, რომ დღესვე ჩაერთვებიან“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

,,საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა…იმედგაცრუებულები ვართ” – როგორ ეხმაურებიან უცხოეთში ,,ქართული ოცნების” მიერ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები