LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველდღიურად უამრავი ქვეითი არღვევს მოძრაობის წესებს – გადადიან არათუ შუქნიშანზე, არამედ საავტომობილო გზებზე“ – გიორგი ჯაფარიძე

120
qveiti_w_h

„ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე საუბრისას ამბობს, რომ „ყოველდღიურად უამრავი ქვეითი არღვევს მოძრაობის წესებს; გადადიან არათუ შუქნიშანზე, არამედ საავტომობილო გზებზე და უქმნიან საფრთხეს საკუთარ თავსაც და სხვასაც“.

მისი თქმით, უნდა არსებობდეს კონტროლის მექანიზმი და კანონის აღსრულება ქვეითად მოსიარულეებზეც.

„ყოველდღიურად უამრავი ქვეითი არღვევს მოძრაობის წესებს; გადადიან არა შუქნიშანზე, არამედ საავტომობილო გზებზე და უქმნიან საფრთხეს საკუთარ თავსაც და სხვასაც. ამის კონტროლი არ ხდება; თუ არ იქნება დარღვევების იდენტიფიცირება და არ მოხდება კანონის აღსრულება, მხოლოდ შუქნიშნების და ხიდების გაკეთება ვერ უშველის იმას, რომ ქვეითი გადავიდეს კონკრეტულ ადგილას.

რა თქმა უნდა, ქვეითს უნდა ჰქონდეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და ტროტუარზე ავტომობილის პარკირების დროს დროული გადაყვანა უნდა მოხდეს საჯარიმოზე და ქვეითებს გაუთავისუფლდეს გზა, თუმცა, მეორე მხრივ საავტომობილო გზაზე ქვეითები არ უნდა გადაადგილდებოდეს.

მიწისზედა გადასასვლელების მონტაჟის პარალელურად უნდა მოხდეს კონტროლი და როგორც ავტომობილის მძღოლები ჯარიმდებიან, ასევე უნდა მოხდეს იმ ქვეითების კონტროლი და დაჯარიმება, ვინც საფრთხეს უქმნის საავტომობილო მოძრაობას, ასევე, თავის და სხვის სიცოცხლეს,“ – განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g