LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძემ და მისმა მოადგილემ პარკირებისა და გზის გადაკვეთის წესები დაარღვიეს [ფოტო]

125
თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, პარკირებისა და გზის გადაკვეთის წესები დაარღვიეს.

ინფორმაციას და ფოტომასალას imedinews.ge ონლაიმედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.    

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის მერმა და ვიცემერმა დედაქალაქის მერიის წინ მდებარე ქუთათელაძის 
ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. კალაძე ქუთათელაძის ქუჩაზე საკუთარი ავტომობილით მივიდა.

დედაქალაქის მერმა ავტომანქანა შარტავას ქუჩაზე, “სითი პარკის” ამკრძალავ ნიშანთან გააჩერა, მისმა მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, კი შარტავას ქუჩა მერიის წინ ფეხით მოსიარულეებისთვის აკრძალულ ადგილზე გადაკვეთა.

ქუთათელაძის ქუჩა ერთმანეთთან აკავშირებს იოსებიძისა და შარტავას ქუჩებს, რომლის რეაბილიტაციაც დღეს დაიწყო. კალაძის თქმით, ამ ქუჩაზე ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება. რეაბილიტაცია კი ორ კვირაში დასრულდება.


		
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები