„ინექცია აღარ არის საჭირო? – ყოველდღიური აბი წონის დასაკლებად უკვე რეალობაა!“ – ამის შესახებ ინფორმაციას პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, წლების განმავლობაში წონის კონტროლი პრეპარატებით გულისხმობდა ინექციებს — ცნობილი Ozempic და Wegovy, რომელიც მილიონობით ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
თუმცა ფხაკაძის განმარტებით, ახლა მეცნიერები გვთავაზობენ აბს, რომელიც შეიძლება შეცვალოს აღნიშნული ინექციები ისე ეფექტურად, როგორც ნემსები მუშაობდნენ:
„არ გაუკეთოთ თვითნებურად ჭარბი წონის მოზარდებს „ოზემპიკი!“ – ცნობილი ექიმის, ინგა მამუჩიშვილის გაფრთხილება მშობლებს
მედიკოსმა სოციალურ ქსელში მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.
„რა არის ახალი აბი? ახალი პრეპარატი, სახელად Orforglipron, შეიმუშავა მსოფლიოში ცნობილმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Eli Lilly-მ.
ეს არის GLP-1 ტიპის აგონისტი, რომელიც:
ამცირებს მადას, აჩქარებს დაჯერების შეგრძნებას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და რაც მთავარია, აბის ფორმით მიიღება, არა ინექციით!
რას აჩვენებს კვლევა?
კლინიკური ცდების მონაწილეებმა საშუალოდ დაკარგეს 7–10 კგ წონა 8–9 თვეში, რაც ინექციური პრეპარატების შედეგებს უტოლდება.
აბს არ სჭირდება მაცივარში შენახვა, განსხვავებით ინექციური პრეპარატებისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისათვის (მათ შორის – საქართველოსთვის).
მარტივად მიიღება, დღეში ერთხელ, წყლით.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იყენებს Ozempic-ს მხოლოდ იმიტომ, რომ ინექციაა ან ძვირია.
ყოველდღიური აბი, რომელსაც მსგავსი ეფექტი აქვს და ინექციას არ საჭიროებს, შეიძლება გახდეს გარდამტეხი მათთვის, ვინც იბრძვის ჭარბ წონასთან და დიაბეტის რისკთან.
მაგრამ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს – აბიც არ იმუშავებს ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის გარეშე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი პრეპარატები უნდა იყოს დანიშნული სანდო, ხარისხიან კლინიკაში, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
საერთაშორისო აკრედიტაცია, როგორიცაა Accreditation Canada, აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში პაციენტმა მიიღოს სწორად დანიშნული, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ წამალი — გვინდა სისტემა, სადაც ხარისხი ნორმა იქნება.
რა უნდა გავითვალისწინოთ?
არ მიიღოთ მსგავსი პრეპარატები თვითნებურად — საჭიროა ექიმის დანიშვნა
გაიარეთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან ან ნუტრიციოლოგთან, სათანადოდ აკრედიტებული კლინიკა და ექიმი აუცილებელია ასეთ მკურნალობაზე წვდომისთვის
გააგრძელეთ – ჯანსაღი კვება, ფიზიკური მოძრაობა, სტრესის მართვა“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
💊 ინექცია აღარ არის საჭირო? – ყოველდღიური აბი წონის დასაკლებად უკვე რეალობაა! 📌 პროფესორი გიორგი ფხაკაძე წლების…
Posted by Giorgi Pkhakadze on სამშაბათი, 22 აპრილი, 2025