LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი 10 იტალიელიდან 4 ნოტრიფობიით იტანჯება – ანუ იმის შიშით, რომ ზაფხულში სამოგზაუროდ ვერ წავა

112
4320

იტალიელთა 40% ნოტრიფობიით ანუ ზაფხულში სამოგზაუროდ ვერ წასვლის შიშით იტანჯება. ამის შესახებ პორტალი PiratinViaggio-ს მიერ ჩატარებული კვლევა მეტყველებს.
ნოტრიფობია – შედარებით ახალი ტერმინია. ეს არის შიში, რომელიც უჩნდებათ იმ ადამიანებს, ვისაც უახლოესი მომავლისთვის მოგზაურობა არ აქვს დაგეგმილი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოგზაურობის დაგეგმვა დადებით ემოციებს იწვევს, ისეთს როგორიცაა ბედნიერება. ამასთან, მოსალოდნელი საგზურის არ არსებობა ადამიანებში შფოთს და იმედგაცრუებას წარმოშობს. ნოტრიფობიით ძირითადად ახალგაზრდები იტანჯებიან და ეს პრობლემა განსაკუთრებით თაობა Z-ის წარმომადგენლებს აწუხებთ.

იტალიელებმა, რომლებმაც კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, განაცხადეს, რომ მოგზაურობის პერსპექტივის დეფიციტი, მათში სერიოზულ მორალურ დისკომფორტს იწვევს.

გამოკითხულთა 60%-მა აღნიშნა, რომ მოგზაურობა მათ სტრესის დაძლევაში ეხმარება.

სადმე წასვლის მიზეზით უმრავლესობა მზადაა რესტორნებში ვახშმებსა და საყიდლებზეც კი თქვას უარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები