LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი მესამე დანიელი ალკოჰოლზე უარს ამბობს – გამოკითხვა

124
20230601-175502-L-1920x1280we


დანიის მოსახლეობის 35%-მა ალკოჰოლზე უარი თქვა, ყოველ შემთხვევაში გარკვეული ვადით მაინც. ამ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია Blue Cross Denmark, რომელიც ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანების დახმარებითაა დაკავებული.

გარდა ამისა, გამოკითხულ დანიელთა 40%-მა განაცხადა, რომ სპირტიან სასმელზე უარის თქმის შესაძლებლობას საკმაოდ აქტიურად განიხილავს. ხოლო, 60% თვლის რომ ალკოჰოლის მირთმევის კულტურა უნდა შეიცვალოს, რათა დანიელებმა სმას ზოგადადაც მოუკლონ.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ ქვეყნებში ადამიანები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ალკოჰოლზე. მაგალითად, ჩეხეთში უკვე 10 წელზე მეტია ტარდება აქცია „მშრალი თებერვალი“, ხოლო გერმანიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ლუდის მირთმევის მაჩვენებელმა 12%-ით იკლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები