LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის ამოვალთ, სანამ ამოსვლის ძალა გვექნება“ – ლევან დოთიაშვილმა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას პატივი მიაგო

169
Untitled design

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ კირბალის მოსახლეობა მოსალოცად ნაწილობრივ ოკუპირებულ სასაფლაოზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში მიდის. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, მათ შესაძლებლობა არ აქვთ, მივიდნენ ლომისას ტაძარში, რომელიც ოკუპირებულია.

სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდა ლევან დოთიაშვილიც, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დღეს, ოკუპანტებმა გაიტაცეს. მან თამაზ გინტურის ხსოვნას პატივი მიაგო.

თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს

„ჩვენი ტრადიცია, ჩვენი ადგილია, ყოველთვის ამოვდივართ, ვლოცულობთ და ყოველთვის ამოვალთ, სანამ ამოსვლის ძალა გვექნება. ლომისაში, სამწუხაროდ, ვერ მივდივართ, კი ვნახეთ, რაც მოხდა“, – ამბობს ლევან დოთიაშვილი.

„ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ – ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს, გვიან ღამით გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„მეტყველების საშუალებაც არ აქვს, განადგურებულია.. მის წინ მოკლეს კაცი, ვერ ვიცანი, ისეთ მდგომარეობაშია“ – რას ჰყვებიან ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილის მამა და მეუღლე

mazda magti 5g