მომღერალი, ოთო ბაზერაშვილი იუბილარია. ამის შესახებ უნიჭიერესი მომღერლის დედა, ანა დათულიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„შენ გარეშე ვერასდროს ვიქნებოდი ის, ვინც ვარ და ვინც მინდა, რომ მომავალში გავხდე, ბევრჯერ მიფიქრია, როგორ უნდა გადაგიხადო მადლობა… შენ ხარ ჩემი საყრდენი, ჩემი სიმშვიდე, ჩემი ძალა“ – ოთო ბაზერაშვილის ემოციური მილოცვა იუბილარ დედას
„დედა, გპირდები, რომ სულ ვეცდები გაგაბედნიერო. ყოველთვის ვეცდები, რომ შენს გვერდით ვიყო ისე, როგორც შენ ხარ ჩემ გვერდით“ – წერს ოთო ბაზერაშვილი.
„ოთოს გაუმარჯოს! ჩემო სიცოცხლე გილოცავ დაბადების დღეს, შენ ხარ ჩემი ძალა და ჩემი სიამაყე. სადაც არ უნდა იყო და რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე შენი ოჯახი ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით, გულით, ფიქრით და ლოცვით.
მადლობა უფალს, რომ ასეთ პატარა ასაკში ამდენი ადამიანის სიყვარული დაიმსახურე, ეს დიდი შრომის, სუფთა გულის და კეთილი ბუნების შედეგია.
ყოველთვის დარჩი ისეთი ალალი და გულწრფელი, როგორიც ხარ…ასეთი უყვარხარ დედას, უსაზღვროდ, უპირობოდ, სამუდამოდ. შენ და მაცკი ყველაზე ძვირფასები ხარ დედასთვის
“ – წერს ანა დათულიშვილი სოციალურ ქსელში.
ოთოს გაუმარჯოს! ❤️ ჩემო სიცოცხლე გილოცავ დაბადების დღეს💜 Oto Bazerashvili 🩷👈 შენ ხარ ჩემი ძალა და ჩემი სიამაყე 💜 სადაც…
Posted by Ana Datulishvili on ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
