LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის ჯობია დიალოგი, ვიდრე ომი – მამუკა არეშიძე დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის განცხადებაზე

178
areshidze-axali

„დარწმუნებული ვარ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი არ წააყენებდა ამ წინადადებას კრემლთან შეუთანხმებლად, მითუმეტეს, რომ მან ეს განცხადება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა“, ამის შესახებ „ფორტუნასთან“ საუბარში ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა, რითაც ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად დე ფაქტო მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თუ საუბარი იქნება აფხაზების პოლიტიკურ აღიარებაზე, რასაკვირველია ქართული მხარე დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებს.

„მნიშვნელოვანია რაზე უნდა იყოს ლაპარაკი. თუ საუბარი იქნება აფხაზების პოლიტიკურ აღიარებაზე რასაკვირველია ქართული მხარე მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ ეს მოლაპარაკება თუ იქნება სამეურნეო, სოციალურ ან სავაჭრო საკითხებზე, მაშინ შესაძლებელია. მთავარია რა შინაარსი ჩაიდება. რასაკვირველია ყოველთვის ჯობია დიალოგი ვიდრე ომი“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მისი ვარაუდით, დეფაქტო აფხაზეთი თვლის, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატმა ამოწურა თავისი რესურსი და ახლა საჭიროა ახალი ტიპის მიდგომები.

„დე ფაქტო აფხაზეთმა თავისი „სატკივარი“ გაიტანა მსოფლიო პლატფორმაზე, თუმცა აფხაზების აზრით უკვე ამოწურა ჟენევამ თავისი რესურსი და ამიტომ საჭიროა ახალი ტიპის მიდგომები, რომელიც მათ „სახელწიფოებრიობას“ მათი აზრით ხაზს გაუსვამს. ამიტომ წამოაყენა ბჟანიამ ეს წინადადება“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს მოლაპარაკებებისთვის ორმხრივი მოედანი სჭირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g