LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ყოველთვის ვიცოდით, რომ ის გამორჩეული იყო” – 11 წლის აუტისტმა გოგონამ გინესის რეკორდი დაამყარა

408
5-20-2021-bn9-guinnessworldrecord

11 წლის სანა ჰაირმათმა გინესის რეკორდი დაამყარა. გოგონამ, რომელსაც აუტიზმის დიაგნოზი 2 წლის ასაკში დაუსვეს, თავი განსაკუთრებული მათემატიკური უნარებით გამოიჩინა და გინესის მსოფლიო რეკორდების ჯილდოც დაიმსახურა მენტალური არითმეტიკის გამრავლების პრობლემის გადაჭრისათვის.

მშობლები გოგონას ნიჭის შესახებ მაშინ მიხვდნენ, როდესაც იგი მხოლოდ 7 წლის იყო და გამრავლების ოპერაციები უსწრაფესად, ზეპირად შეასრულა.

„ჩემმა გოგონამ ისეთი საკითხები გადაჭრა, რომელთა არსსაც კი ვერ ჩავწვდი“– ამბობს სანას დედა პრია. აღსანიშნავია, რომ გოგონა სკოლის მეორე კლასის მათემატიკის ტესტში ჩაიჭრა

,,მან ფურცელზე რიცხვების ჩამოწერა ვერ შეძლო მხოლოდ იმიტომ, რომ მოტორული პრობლემები აქვს და ფანქრის ხელში ჭერა არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ის გამორჩეული იყო. თუმცა არ ვიცოდით რამდენად“- აცხადებს გოგონას მამა.

გინესის რეკორდის დასამყარებლად 11 წლის გოგონას 10 წუთის განმავლობაში სხვადასხვა მრავალნიშნა რიცხვების გამრავლების ოპერაციების ჩატარება მოუწია, რასაც მან თავი უპრობლემოდ გაართვა. გოგონა ამისათვის არც კალამს, არც ფურცელს და არც კალკულატორს არ იყენებს -იგი მოქმედებებს მხოლოდ ზეპირად ასრულებს.

„ხანდახან ვფიქრობ, რომ მისთვის ლიმიტი არ არსებობს. ექვსნიშნა, შვიდნიშნა, რვანიშნა რიცხები… სანა მათ ზეპირად, უპრობლემოდ ამრავლებს ერთმანეთზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა გოგონამ თავისი ტალანტის კიდევ უფრო განვითარება შეძლოს“– ამბობენ მშობლები ინტერვიუში.

სკოლის ტესტში ჩაჭრის შემდეგ სანას მასწავლებლები დამოუკიდებლად, სახლში ამეცადინებენ და მას თვალსაჩინო შედეგები აქვს არა მხოლოდ მათემატიკაში, არამედ მენტალური, ფიზიოლოგიური და მოტორული განვითარების თვალსაზრისითაც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g