ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის მთაზე ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. როგორც რადიო „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
ხანძარი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ალპურ ზონაში გუშინ გაჩნდა. როგორც უწყებაში აცხადებენ სტიქიის ზონაში პრევენციისთვის რჩებიან სახანძრო სამაშველო ჯგუფები.
რამ გამოიწვია ხანძარი და რა ფართობზე იყო გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“