LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყვავს არ ქონდა ბუზს გაჰქონდა“ – ხელვაჩაურს ზამთრისთვის ზუგდიდი მოამარაგებს

736
IMG-1958-copy

ხელვაჩაურს ზამთრისთვის თხილის ნაჭუჭით ზუგდიდი და სენაკი მოამარაგებენ. ეს ინფორმაცია ადგილობრივ მედიას ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის მერიამ უკვე დაუდასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსპორტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა, ხოლო პირობის თანახმად მიმწოდებელმა არანაკლებ 15-22 ტონა თხილის ნაჭუჭი ზუგდიდი/სენაკიდან ხელვაჩაურში უნდა ჩამოიტანოს და ადმინისტრაციულ ერთეულებში არაუგვიანეს სამი დღის ვადაში დაარიგოს. კომპანიას კი, რომელიც თხილის ნაჭუჭის ტრანსპორტირებას განახორციელებს, აღნიშნული მერია 12 000 ლარი გადაუხდის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ შესყიდვა მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაიგეგმა, ვინაიდან ადგილობრივები ან შეშით უზრუნველყოფას, ან ნაჭუჭის ჩამოტანაში დახმარებას ითხოვდნენ.

“კირნათის, აჭარისწყლისა და მაჭახლის ხეობაში მოსახლოებას თხილის ნაჭუჭის ღუმელები აქვს, თუმცა იმის გამო, რომ ტრანსპორტირება ძვირი უჯდებათ მოსახლეობა ნაჭუჭს ვეღარ ყიდულობდა. ისინი ან შეშით უზრუნველჰყოფას, ან ნაჭუჭის ჩამოტანაში დახმარებას ითხოვდნენ. შეშის მოჭრა რომ შეგვემცირებინა ვარჩიეთ ტრანსპორტირება დაგვეფინანსებინა და პროგრამა შევიმუშავეთ. ჩვენ თავზე ავიღეთ ტრანსპორტირება, მოსახლეობა კი, აქ ჩამოტანილ ნაჭუჭს საბაზრო ფასად შეიძენს”, – ამბობენ ხელვაჩაურის მერიაში.

რა ღირს და სად იყიდება შეშა, რომელიც თხილის ნაჭუჭით მზადდება?

„ყვავს არ ქონდა, ბუზს გაჰქონდა“-ო, თორემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა ადრეული გაზაფხულიდან იწყებენ თხილის ქარხნებში ნაჭუჭის ყიდვის თხოვნით მიმართვებს და რიგშიც წინასწარ ეწერებიან. როგორც კი თხილის სეზონი დაიწყება, მოსახლეობა ზამთრისთვის მარაგის გაკეთებას იწყებს. ხალხს შეშის შეძენის საშუალება არააქვთ და ნაჭუჭი უფრო იაფი ღირს. თუმცა მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით თხილის ნაჭუჭის ფასმა მოიმატა და თუ შეშის ფასს ვერა, ბუნებრივი აირის კუბურ გადასახადს მაინც გაუტოლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g