LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად გამოვიყენებთ: ზელენსკის გზავნილები ნორვეგიის პარლამენტს

76
Untitled design (5)

“ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად გამოვიყენებთ”, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიის პარლამენტს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება კვლავ დახმარებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სჯერა, ნორვეგიას კარგად ესმის, რომ ევროპის, მთელი კონტინენტის მომავალი სწორედ ახლა წყდება:

“ჩემთვის დიდი პატივია, მივმართო ნორვეგიელ ხალხს და მათ პოლიტიკოსებს. მე მჯერა, ნორვეგიას ესმის, რომ ევროპის მომავალი, მთელი კონტინენტის მომავალი- ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ – სწორედ ახლა წყდება. უკრაინის მიწაზე, უკრაინის ჰაერში, უკრაინის ზღვაზე.

და წყდება ისე, რომ ნორვეგიელ ჯარისკაცებს არ მოუწიოს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა, რომ რუსული ნაღმები არ გადავიდეს ნორვეგიის პორტებსა და და ტერიტორიაზე, რათა ნორვეგიელები არ შეეგუონ საჰაერო განგაშის ხმას და რომ რუსული ტანკები არ დაგროვდეს მათ საზღვრებზე.

ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად. ამასთან, რუსეთს არ უნდა შეეძლოს თავისუფლად ისარგებლოს მსოფლიო პორტებით. ეს არის გლობალური საზღვაო უსაფრთხოების საკითხი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთი ქვეყანა არ აღმოჩენილა ასეთი საფრთხის წინაშე:

“მართალია, ჩვენ არ გვაქვს საერთო საზღვრები, სამაგიეროდ საერთო მეზობელი გვყავს. თქვენთვის ცნობილია, რომ რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ იქნება ევროპის განადგურების გაგრძელება.

აგრესორის სამიზნე მარტო ჩვენ არ ვართ. ევროპის კონტინენტის მომავალი ახლა წყდება უკრაინის მიწასა და ზღვაზე. თუ ახლა არ დაიცავთ აღმოსავლეთ ფლანგს, მაშინ რუსული ნაღმები თქვენს პორტებში შემოვა. ჩვენ ერთად უნდა და დავდგეთ რომ შევაჩეროთ რუსეთის აგრესია.

რუსეთი ახალ რაზმებს ათავსებს ჩვენს მიწაზე, რომ გაგვანადგურონ. ამიტომ ახალა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იარაღის მიღებაა. იქნება ეს სამხედრო ტექნიკა თუ ავიაცია. რაც შეეხება სანქციებს, ეს გზა რუსეთს აიძულებს გადადგას მშვიდობისკენ ნაბიჯები”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში