პანკისში, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს პარლამენტში ოთარ დანელიას შემთხვევით შეხვდა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ყველანი ერთნაირები ვერ იქნებიან, თუმცა მოცემულ მომენტში ისინი ივანიშვილის მონები არიან.
„არავის იმის სურვილი არ ჰქონია, რომ ამ კაცთან მივიდეთ, რაღაც ადამიანობა გამოვიჩინოთ. აქედან გამომდინარე მე მათ არავის ვიცნობ. მას ხელსაც კი არ ჩამოვართმევდი. მე ყველას შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ… სამწუხაროდ ყველა ივანიშვილის მონაა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ყველა ერთნაირი არ არის, თუმცა ეს მაშინ ჩანს, როცა სხვა სიტუაციაში არიან“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას პასუხები არ აქვს და ამიტომ არ სურს პარლამენტში მისი შვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა. მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ კომისიის შექმნას ხელს პირადად გიორგი გახარია უშლის.
„არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, ისინი არაფრისგან რაღაცის შექმნას ცდილობენ. ხალხს რაღაცეები დააჯერეს და მერე ისიც ტყუილი აღმოჩნდა“, – განაცხადა მან პროკურატრაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
პარლამენტში მყოფი მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის შენობიდან გაიყვანეს. შვილმოკლული მამა დღეს დილიდან პარლამენტში
რას ითხოვს პარლამენტში მისული შვილმოკლული მამა
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში ცუდად გახდა
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში 67-ე საკითხია და სურს, მისი შვილის საქმე განსახილველ პირველ საკითხად გადმოვიდეს.
