პარლამენტში მყოფი მალხაზ მაჩალიკაშვილი ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის შენობიდან გაიყვანეს.
შვილმოკლული მამა დღეს დილიდან პარლამენტში იმყოფებოდა და ოპოზიციის იმ ინიციატივის განხილვას ითხოვდა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგში 67-ე საკითხია და სურს, მისი შვილის საქმე განსახილველ პირველ საკითხად გადმოვიდეს.
