LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა კითხვას, რომელიც საგამოძიებო უწყებას აქვს, პასუხი უნდა გაეცეს – პრემიერი TBC-ის თემაზე

თი ბი სი

TBC-სა და საქართველოს ნებისმიერი ბანკის ერთობლიობა მყარ ფინანსურ სტაბილურობას ქმნის ქვეყანში, – განაცხადა პრემიერმინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე. თუმცა, მისივე თქმით, ყველა იმ კითხვას, რომელიც საგამოძიებო უწყებას აქვს, პასუხი უნდა გაეცეს. მამუკა ბახტაძის თქმით, მოსაზრება, რომ TBC ბანკის მიმართ საგამოძიებო უწყების დაინტერესებამ შესაძლოა, საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედოს, რეალობას მოწყვეტილია.

“ჩემი პირადი მოსაზრებაა და ჩემი გუნდის, რომ როცა ჩვენი ფინანსური ინსტიტუტები წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ბირჟებზე, ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარია და მას გაფრთხილება უნდა. მაგრამ, შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ თუ რაღაც კითხვები გაჩნდა, ამ მონაპოვარის შესუსტებას გამოიწვევს. მე აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაცია დავინახე, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაც არ მიმაჩნია პრობლემად. TBC, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი ბანკი, მათი ერთობლიობა უდრის ძალიან  მყარ ფინანსურ სტაბილურობას ჩვენი ფინანსური სექტორის. შესაბამისად, ასე გაპიროვნებება არ მიმაჩნია სწორად.

“მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ ის მოსაზრება, რომ კითხვების დასმამ შესაძლოა, საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედოს, მე ამ თემას ვერ დავეთანხმები, ეს მოწყვეტილია რეალობას,” – განაცხადა მამუკა ბახატაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g