LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა საბადურში ხართ? – რა ხდება “შემოდგომის ტყეში”? [ვიდეო]

5029

საბადურის ტყე რომ შემოდგომაზე ულამაზესია, ეს ყველა ქართველმა იცის. ამას სეზონურად “ფეისბუქმომხმარებლებიც” გვახსენებენ და ხშირად ვხვდებით ტყეში გამავალი სამანქანო გზიდან გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს და ვიდეოებს.

დღეს საბადურის ტყეში ფერად ფოთლებთან ერთად, მანქანების სიმრავლე შეინიშნებოდა. ვიდეოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი “ფეისბუქმომხმარებელი” მარი წივილაშვილი ავრცელებს და კითხულობს – ყველა საბადურში ხართ? როგორც ის ამბობს, ტყეში მანქანის გასაჩერებელი ადგილი რთული საპოვნელი იყო.

ვიდეოში ჩანს, რომ ხეებზე ფოთლების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს ადგილი ჯერ კიდევ ულამაზესია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები