LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა საოლქო კომისიაში ამ ეტაპზე 228 საჩივარია შესული

106

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 228 საჩივარია შესული.

12 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით, დაწერილია საჩივარი უბნის შედეგების ბათილობის თაობაზე.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განმარტა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება, რომელთა ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. მისივე თქმით, ოლქში შეტანილ საჩივრებში ძირითადი მოთხოვნაა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. საჩივრების ნაწილი შეეხება ხმის მიცემისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურებს.

ყველაზე მეტი საჩივარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაწერილი.

მიქელაძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს კანონმდებლობით დადგილ ვადაში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g