LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს“ – გიორგი გახარია

114
გიორგი გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს“.

მისივე თქმით, ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს.

აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს

„დღესვე ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას“ – ენტონი ბლინკენი

კონგრესმენი ბილ კიტინგი: „დღევანდელი განცხადება სავიზო შეზღუდვების და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულების ნიშანია“

„უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით. ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ივანიშვილის რეჟიმი ღია კონფრონტაციაში შევიდა საკუთარ ხალხთან და დაჟინებით ანგრევს საქართველოს მიერ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ათწლეულების განმავლობაში, დიდი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს. ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მეგობრები ქართველი ხალხის მხარდამხარ დარჩებიან ავტორიტარიზმის, იზოლაციის და შეზღუდული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს გიორგი გახარია.

ხუნდაძე შესაძლო სანქცირებაზე: „ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“

„ეს არის აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგი ნაბიჯი.. ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არ აქვს“ – ოპოზიცია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას აფასებს

პოპულარულები