პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია დაუპირისპირდნენ.
“ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოგ… როჟას” – ასე მიმართა ფოფხაძემ სავარაუდოდ ბერაიას. მწვავე დაპირსპირება ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"შე მართლა ნაძირალა! შენ მახსოვხარ ჩირგვებში" - პარლამენტში ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ლურსმანაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
დაპირისპირება დეპუტატებს შორის სიტყვიერ კამათს მოჰყვა.
გამოსვლას ბერაიას რეპლიკა მოჰყვა და ფოფხაძეს უთხრა, რომ “იდეოლოგიით ნაციონალური მოძრაობის მხარესაა”, რის შემდეგაც დაპირისპირება გინებაში გადაიზარდა “გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს”, – განაცხადა ფოფხაძემ.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2448077048785151/?v=2448077048785151
ტელეკომპანია “პირველის” კადრებში ჩანს, როგორ შედის ფოფხაძე პოლემიკაში დაჩი ბერაიასთან. ფოფხაძემ სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურთან ერთად დატოვა.