LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი ახალი Audi A8-ის შესახებ, რომლის ფასიც 90 600 ევროდან იწყება

29

კომპანია Audi-მ ფლაგმანური სედანი – ახალი თაობის A8 წარმოადგინა. მოდელმა საცობებში ავტოპილოტირების სისტემა მიიღო. ასევე ახალ მოდელს აქვს ავტოპარკირება, რომელიც მძღოლის სალონში ყოფნას არ მოითხოვს, აღჭურვილია უჩვეულო საკიდარით, აქვს ტერფების მასაჟის ფუნქცია მეორე რიგის მგზავრებისთვის და დიზაინი, რომელიც მარკის არცერთ სხვა მოდელს არ ჰგავს.

A8-ს გარეგნობა Audi-ის ახალ სტილშია შესრულებული. მოდელი ლაზერულ ფარებს და ორგანულ შუქ–დიოდურ ნათურებს იყენებს. სალონში განთავსებულია ახალი ცენტრალური კონსოლი ორი დისპლეითა და ღილაკების მინიმალური რაოდენობით. ზედა სენსორული დისპლეი 10,1 დიუიმიანია, ხოლო მეორე 8,6 დიუიმიანი, მათი საშუალებით ხდება კლიმატ კონტროლის მართვა, ტექსტის შეყვანა მაგალითად ნავიგაციისთვის და ა.შ.

A8-მ აქტიური პნევმატური საკიდარი მიიღო. საკიდარს ნახევარ წამში შეუძლია ძარა ერთი მხრიდან 880 მილიმეტზე აწიოს იმ შემთხვევაში, თუკი გვერდითი შეჯახების საფრთხე გაჩნდება.

იმისათვის, რომ ავტომობილში მოხვდე, საკმარისია გასაღების ნაცვლად სმარტფონი გამოიყენო, როემლსაც უსადენო NFC კავშირი აქვს. იმისათვის, რომ კარი გაიღოს, საჭიროა სმარტფონის კარის სახელურთან მიახლოება.

გარდა ასეთი კლასის მოდელებისთვის დამახასიათებელი მასაჟის ფუნქციისა და ვენტილაციისა, გაჩნდა კიდევ ერთი ოფცია – ტერფების მასაჟი. წინა სავარძელში ჩამონტაჟებული სპეციალური ბლოკი აღჭურვილია გათბობით, ინტენსივობის სამი ფუნქციითა და მასაჟის ორი ვერსიით. ასევე, თბება როგორც წინა ისე უკანა კარებისა და ცენტრალური იდაყვის ჩამოსადებები.

მულტიმედიური კომპლექსი და სავარძლების ინსტრუმენტები სპეციალური პულტით იმართება.

წინა სავარძლების თავის მისადებებზე 10,1 დიუიმიანი Android პლანშეტები მაგრდება, რომლებსაც ინტერნეტთან აქვთ წვდომა. შესაძლებელია მათი მოხსნაც და ავტომობილის გარეთ გამოყენებაც.

უკანა მხარეს ჩამონტაჟებულია სპეციალური სინათლის სენსორი, რომელიც იმ შემთხვევაში, თუკი მზე უკანა მხრიდან ანათებს, კლიმატ კონტროლს ბრძანებას აძლევს ტემპერატურა შეცვალოს. სედანს ასევე აქვს: ჰაერის არომატიზაციის ფუნქციაც აქვს სურნელის ორი ვერსიით, აუდიოკომპლექსი Bang & Olufsen 23 ხმის გამაძლიერებლით, საპროექციო ეკრანი, თვითსწავლებადი ნავიგაცია, სმარტფონის უსადენო დამტენი, გარშემო ვიდეო თვალთვალი, ადაპტირებული კრუიზი და საცდელი ავტოპილოტი.

აქტიური საკიდარი საგზაო პირობებს საქარე მინაზე არსებული კამერით ერგება, რომელიც ავტომობილის ქვეშ რელიეფის სკანირებას წამში 18-ჯერ ახდენს.

საჭირო პარამეტრები კი თითეული თვლისთვის ცალ-ცალკე ეწყობა და საჭიროების დროს შეუძლია ბორბალი აწიოს.

რაც შეეხება ავტოპილოტს, ის 60 კილომეტრ/საათ სიჩქარემდე მუშაობს და საჭიროების დროს დროული რეაგირების მოხდენაც შეუძლია. Audi ირწმუნება, რომ მძღოლს საჭეზე ხელიც კი არ უნდა ედოს. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალური კამერა მძღოლის მდგომარეობას დააკვირდება, თუკი მას ჩაეძინება, ელექტროობა სიგნალით გამოაღვიძებს, თუკი რეაქცია არ იქნება, ავტომობილი თავად დაამუხრუჭებს. კანონში შესატანი ცვლილების გამო, გერმანიაში სისტემის გამოყენებას მხოლოდ 2019 წლიდან დაიწყებენ.

ავტოპარკირებას შეუძლია მძღოლის მონაწილეობის გარეშე ავტომობილი დააპარკინგოს როგორც პარალელურად, ისე ავტოფარეხში. სისტემის მუშაობა კონტროლირდება სმარტფონში არსებული შეთავაზებით.

Audi A8 თავდაპირველად ბენზინისა და დიზელის სამლიტრიანი ძრავებით გამოვა, რომლებიც 286 და 340 ცხენის ძალას განავითარებენ.

გერმანიაში ახალი A8 გაყიდვაში შემოდგომაზე გამოვა და ფასი 90 600 ევროდან დაიწყება. ხოლო ვერსია L-ის საწყისი ფასი 94 100 ევრო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები