LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი არა, მაგრამ პოლიტიკაში ძალიან ბევრი რამ მოსულა“ – ვიხილავთ თუ არა სააკაშვილსა და ადეიშვილს საქართველოში

208
FORTUNA.GE (25)

უკრაინაში ქართველ რეფორმატორს, მიხეილ სააკაშვილს ბევრი პრობლემა აქვს. გასულ კვირას ჟურნალისტებმა მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. თუმცა თავად არ ეპუება სიძნელეებს და გუნდის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. გუნდი კი ქართული დესანტით გააძლიერა. მან თავად გამოაქვეყნა ფოტოები „ქართული დესანტით“ დასათაურებული, სადაც ზურაბ ადეიშვილიცაა.

რა მოჰყვება უკრაინაში სააკაშვილისა და ადეიშვილის გაძლიერებას? „ფორტუნამ“ ამ კითხვით ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს მიმართა.

სააკაშვილს ჟურნალისტებმა პროკურატურაში უჩივლეს

ელისო კილაძე არაერთხელ იყო უკრაინაში.

„ძალიან საინტერესო სამსჯელო თემაა. ჩვენ ზოგადად ზედაპირულად გვიყვარს ხოლმე მნიშვნელოვანი თემების განხილვა. სააკაშვილმა საქართველოში რეფორმების გატარება სულ სხვა რამის გამო შეძლო. როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ქვეყანას სათავეში ჩაუდგა არა ერთი ადამიანი, როგორც ახლა ხშირად ამბობენ, არამედ მთელი გუნდი: ზურაბ ჟვანია, ვანო მერაბიშვილი, ნინო  ბურჯანაძე. უამრავი ადამიანი იყო, რომელთა ხელმძღვანელიც საააკშვილი გახლდათ. ისინი პირველები იყვნენ. დღეს უკრაინაში სულ სხვა სიტუაციაა.

დავარქვათ მათ რეფორმატორები, მე ასე არ მიმაჩნია, მაგრამ მაინც ასე დავარქვათ, ისინი არ მართავენ სახელმწიფოს. მართალია, ამბიციები აქვთ, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ. თუ გყავს მანქანა და არ იცი მართვა, სასაცილოა და თუ მანქანაც არ გყავს, კიდევ უფრო სასაცილოა. მოკლედ, რეფორმატორებს ამბიციები აქვთ, მაგრამ უკრაინაში არის ძალიან სერიოზული კორუფცია. ზელენსკის ეს ყველაფერი თავიდანვე უნდა დაეწყო. მაშინ მოიყვანა სააკაშვილი (მიმაჩნია, რომ ძალიან არასწორად), როცა უკვე ძალიან გაუჭირდა. მას ჩაუვარდა გარკვეული სიტუაცია, როდესაც ეგონა, რომ რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებდა და ეს მართლაც შეუძლებელია. როდესაც უკვე ფეხი ჩაუვარდა ორმოში, მხოლოდ მაშინ მოიყვანა სააკაშვილი და მერე ადეიშვილი, ანუ მან უკვე სისტემურად დააგვიანა.

სააკაშვილი ადეიშვილით გუნდს ვერ გააძლიერებს. ფაქტია, ზელენსკი ჩავარდა, მან ვერ გაუმართლა მოსახლეობას იმედები. ახლა რჩება პოპულისტ საააკშვილის იმედად. სააკაშვილი მოსახლეობაში პოპულარული არაა. საქართველოში ის მომავლის ძალა იყო, იყო ენერგიული და შევარდნაძის საპირწონე, იქ კი დისკრედიტირებულია. გამიხარდება, თუ მართალი არ ვიქნები, პირადად ვიცნობ მათ, როგორც სააკაშვილს, ისე ადეიშვილს, ისინი თუ გამოადგებიან უკრაინას, ძალიან გამიხარდება, რადგან ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა. ზელენსკის სააკაშვილი იმიტომ კი არ სჭირდება, რომ მართლა რეფორმები გაეტარებინა, არამედ იმიტომ, რომ რეალურად სხვა რამ გაეკეთებინა და მანამდე ყურადღება გადაეტანა. ჩემი აზრით, უკრაინაში ერთ წელიწადში ყველა იტყვის, რომ სააკაშვილმა ვერ გაამართლა.

Mikheil Saakashvili-ს ფოტო.

იმ შემთხვევაში  თუ ადეიშვილისა და სააკაშვილის უკრაინაში გააქტიურება დაძაბავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, ეს ჩვენი, ქართული პოლიტიკის სისულელე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი თავისი წარსულითა და აწმყოთი ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა უშლიდეს ხელს საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. „ქართული ოცნება“ იქცევა როგორც მშიშარა, რადგან ფიქრობენ, რომ საააკაშვილისა და ადეიშვილის უკრაინაში რეფორმატორობა, მათ საქართველოში ხმებს მოუტანს. ერთის მხრივ ამბობენ, რომ მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა ჰყავთ და მეორეს მხრივ სააკაშვილის ჩრდილის ჭირივით ეშინიათ. ეს „ქართული ოცნების“ სრული უსუსურობაა. უკრაინაში არარსებული წარმატება, შეიძლება საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებად დახურდავდეს“, – ამბობს ექსპერტი „ფორტუნასთან“ საუბარში.

ზაქარეიშვილი ასევე ამბობს, რა შემთხვევაში შეიძლება ასრულდეს „ნაციონალების“ სურვილი და ადეიშვილი და სააკაშვილი საქართველოში ვიხილოთ.
მართალია, ამისთვის ექსპერტმა როგორც თავად აღნიშნა, იფანტაზიორა, მაგრამ თეორიულად ალბათ ყველა ვერსია დასაშვებია.

„დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზე გავა არჩევნებზე, მაგრამ მეორე და მესამე ადგილზე გასულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ლელომ“ შეიძლება უფრო მეტი ხმა მოაგროვონ, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“. თეორიულად ეს შეიძლება მოხდეს. მე ვერ წარმომიდგენია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობა პარლამენტში. ვიფანტაზიორებ. შესაძლოა, „ევროპულმა საქართველომ“ შესთავაზოს „ოცნებას“, ვერ აყალიბებთ მთავრობას და მოდი, თქვენთან ალიანსში შემოვალ და დაგეხმარები, რომ იყო პრორუსული. თუ მოხდება „ქართული ოცნების“ რომელიმე „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფთან თანამშრომლობა, რაც თეორიულად შესაძლებელია, მაშინ შესაძლოა ერთ-ერთი პირობა იყოს სააკაშვილი-ადეიშვილის დაბრუნება. პოლიტიკაში ყველაფერი არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მოსულა.

Mikheil Saakashvili-ს ფოტო.

უნიკალური არჩევნები გვექნება საქართველოში, საინტერესო რამ მოხდება და ბევრი კონფიგურაცია შეიძლება მოხდეს. მთელი უბედურება კი ისაა, რომ არც ერთი მათგანი არ იფიქრებს ხალხზე. ყველა იფიქრებს, საკუთარი თავის გადარჩენაზე და შემდგომ წარმატებაზე. თუ ყველაფერი ამ გზით წავიდა, საქართველო 2024 წლამდე კიდევ ერთ, ვადამდელ არჩევნებს ვერ გადაურჩება. ჩვენ რომ დალხენილი ცხოვრება გვქონდეს, უნდა დავსხდეთ ეკრანებთან და თვალი ვადევნოთ, რა მოხდება. მაგრამ ამის დრო არ გვექნება, რადგამ ქვეყანაში ეკონომიკური კატასტროფა იქნება“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა ჩვენთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g