LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი ცხადი გახდა“ – ჯო ჯონასთან განქორწინების ფონზე, სოფი ტორნერის ახალი ფოტოები ვრცელდება

255
page

ჯო ჯონასი და სოფი ტორნერი 4 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან. ინფორმაცია მედიასთან ჯონასმა უკვე დაადასტურა. ყოველივე ამის ფონზე, სოფი ესპანეთში იმყოფება, სადაც მას ფილმში „ჯოანა“ იღებენ.

ჯო ჯონასთან განშორების შემდეგ, სოფი ტორნერს ვეღარ იცნობთ – „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი მოკლე თმითა და დროებითი ტატუთი

ახლახან, ინტერნეტსივრცეში გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები გავრცელდა. სოფი კოლეგასთან, ფრენკ დილეინთან რომანტიკულ ვითარებაში გადაიღეს, ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ.

ახლა მთავარი შეკითხვა ჟღერს ასე:  „ეს სცენა ფილმიდან არის, თუ კადრს მიღმა“.

„ყველაფერი ცხადი გახდა!“, „აი მიზეზიც“, „შესანიშნავი წყვილია“, „როგორი ბუნებრივები არიან, მათ შორის ქიმიაა“, – წერენ კომენტარებში.

მედიის ცნობით, სოფისა და ჯოს წყვილს ბოლო 6 თვის განმავლობაში ურთიერთობა ძალიან დაეძაბა. მედია იმასაც წერს, რომ ბოლო თვეებია ჯო მარტო უვლის ორ ქალიშვილს. თუ რა გახდა მათი განშორების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

„ჯო მარტო უვლის ორ ქალიშვილს“ – ჯო ჯონასი და სოფი ტორნერი 4 წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმეთს შორდებიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები