LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი გუნდისთვის: უეინ რუნი აპოკალიფსის პრომოში გადაიღეს (ვიდეო)

65

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი უეინ რუნი „ადამიანი იქს: აპოკალიფსი“-ს ტრეილერში გადაიღეს.
რგოლში ასევე გამოჩნდნენ ანტონი მარსიალი და დავიდ დე ხეა.
ეს ამბავი 20th Century Fox-სა და „წითელ ეშმაკუნებს“ შორის თებერვალში პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების შედეგია. პრომო-რგოლში ყველაზე მეტი დრო ინგლისის ნაკრების კაპიტან უეინ რუნის დაეთმო. მისდამი მიმართვაში სუპერგმირები ამბობენ: „უეინ, შენ ისევ გვჭირდება ჩვენ ბრძოლის ველზე“. ამაზე ფეხბურთელი პასუხობს: „ყველაფერი გუნდის გულისათვის“.
მის გარდა, მუტანტების კამპანიაში აღმოჩნდნენ რუნის თანაგუნდელები, ესპანელი მეკარე დე ხეა და ახალგაზრდა ფრანგი ფორვარდი მარსიალი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები