LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი შელაპარაკებას მოჰყვა – დაკავებული პოლიციელი განზრახ მკვლელობის მცდელობას უარყოფს

289
93f14d7bc61b3ee6e044f94fcd9dbfce-L

წალენჯიხაში სამართალდამცველების დაპირისპირების შემდეგ დაკავებული პოლიციელის ადვოკატი, ბაჩუკი ყურაშვილი მომხდარის შესახებ საუბრობს. ადვოკატმა “ინტერპრესნიუსთან” ვრცელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, გასროლა კი სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა.

ბაჩუკი ყურაშვილის განმარტებით, ფიფია შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. დაკავებულ ბესიკ ფიფიას პოლიციელი მამუკა ქარდავას მკვლელობის მცდელობას ედავებიან.

„ბესიკ ფიფია ამბობს, რომ ეს ყველაფერი შელაპარაკებას მოჰყვა. შელაპარაკების რამე განსაკუთრებულ მიზეზს ის არ ასახელებს. მანამდე კონფლიქტი არ ჰქონიათ, თანამშრომლები არიან, ზოგჯერ ერთადაც უწევდათ მორიგეობა. ბრალდების ფორმულირებას, რომ ბესიკ ფიფიას მამუკა ქარდავას მოკვლა უნდოდა, არ ეთანხმება. ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს. ის დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაცია, რომ კონფლიქტში სხვებიც მონაწილეობდნენ, არ გვაქვს. სხვები უბრალოდ იქ იყვნენ, თორემ ამ ფაქტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.“

შეგახენებთ, რომ შემთხვევა წალენჯიხაში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც იარაღიდან გასროლა მოჰყვა. დაცხრილულია პოლიციის მანქანები. გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაიწყო.

წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

პროკურატურა სასამართლოს დაკავებულის თავისუფლების აღკვეთზე, სავარაუდოდ, დღეს მიმართავს. ფიფიას ადვოკატის, ყურაშვილის თქმით, ის სასამართლოში შუამდგომლობას დააყენებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენონ. სასამართლოს შესაძლოა ალტერნატივის სახით გირაო შესთავაზოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები