შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი მივიდა, „ინტერპრესნიუსმა“ დაუსვა კითხვა, თუ რას იტყოდა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მან დაკავებული თანამდებობა შესაძლოა დატოვოს.
საპასუხოდ ხარაზიშვილმა აღნიშნა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.
შსს – ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის მიერ თანამდებობების დატოვების შესახებ ინფორმაცია არასწორია
„არანაირი სურვილი არ მაქვს ახლა ამ ჩაწერების და მიმოწერების”,- განაცხადა ხარაზიშვილმა.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ თანამდებობა დატოვოს, გდდ-ს ხელმძღვანელმა ეს არ გამორიცხა.
„ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ახლა…“,- განაცხადა ხარაზიშვილმა.
კითხვაზე, ახლა განიხილავთ თუ არა, ასე უპასუხა: „არაფერს“.
კიდევ ერთხელ დასმულ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, უახლოეს პერიოდში არ იყოთ თანამდებობაზე, ასე უპასუხა:
„შესაძლებელი ყველაფერია“,- განაცხადა ხარაზიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.
მთავარი სლაიდზე ფოტო: „ინტერპრესნიუსი“.