“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის შუა რიცხვებისთვის გავიდეთ 70%-იან მოცვაზე”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალი, 80-90%-იანი მოცვა გვქონდეს ყველაზე უფრო მოწყვლად ასაკში, რომელიც არის 60 წლის ზემოთ. თუ ჩვენ აქ მივაღწევთ 80-90%-იან მოცვას, მაშინ სერიოზული გარდატეხა მოხდება პირველ რიგში სიკვდილიანობაში და რა თქმა უნდა, მთლიანად პამდემიის დასრულებაში”, — თქვა გამყრელიძემ.
