“ცალსახად ვეთანხმებით ევროკავშირის მოწოდებას, რომ ყველაფერი უნდა მოხდეს ინსტიტუციის ფარგლებში, თუმცა ამას სჭირდება დიდი პოლიტიკური შეთანხმება.” – პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ ინსტიტუციონალურ ჩარჩოებში.
ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის აზრი ერთიანია – ყველაფერი ინსტიტუციის ფარგლებში უნდა მოხდეს, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ამ ინსტიტუციების გამოყენების საშუალება არჩევნების პერიოდში არ ჰქონდა.
“ჩვენც იგივე აზრზე ვართ, ყველაფერი უნდა ხდებოდეს ინსტიტუციის ფარგლებში, ეს სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ამ ინსტიტუციების გამოყენების საშუალება არ მოგვეცა არჩევნების პერიოდში, არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არც სასამართლო სისტემაში.
ცალსახად ვეთანხმებით ევროკავშირის მოწოდებას, რომ ყველაფერი უნდა მოხდეს ინსტიტუციის ფარგლებში, თუმცა ამას სჭირდება დიდი პოლიტიკური შეთანხმება.” – განაცხადა კალოიანმა.