LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერს ვაკეთებთ, ხანდახან შეუძლებელსაც, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა – არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ომი“ – წულუკიანი არახამიას პასუხობს

91
6AB2C785-7FBF-4036-B16C-45A1BC38D61A

„საქართველოს არ სჭირდება დახმარება იმაში, რომ ქვეყანაში ატყდეს ომი და იყოს დესტაბილიზაცია“, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც ის უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება პირიქით, სხვა სტილით მართავს ქვეყანას და „ყველაფერს აკეთებს, ხანდახან შეუძლებელსაც, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა.“:

15 კაციანი სიიდან 12 ქართველია – ვის სანქცირებას ითხოვს უკრაინა

„ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ომი. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები და პირიქით, სულ სხვა სტილით ვმართავთ ქვეყანას.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ხანდახან მთავრობა და პარლამენტი აკეთებს შეუძლებელსაც კი იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რომ ბავშვები დილით კარგ ხასიათზე მიდიოდნენ ბაღებსა და სკოლებში და ზაფხულში ისვენებდნენ მშვიდობიან გარემოში.

მინდა უკრაინას ვუსურვო ძალიან მალე მშვიდობის დამყარება, გამთლიანება მის ტერიტორიებს და სუვერენიტეტს გაძლიერება და ბატონ არახამიას ვურჩიო, რომ სწორედ ამ საქმით დაკავდეს.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ზარქუა არახამიაზე: პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო.. ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით?! ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!

შეგახსენებთ, რომ დავით არახამიამ 7 სექტემბერს გაავრცელა ვიდეო, სადაც უკრაინის მხრიდან 12 ქართველის სანქცირების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ „სანქციების პაკეტში, ჯერჯერობით, მისი [ივანიშვილის] გარემოცვის წევრები არ არიან.“

არახამია: როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან.. ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები