დავით არახამია სანქციებს ჩვენ გვიწესებს?! – არახამია პოლიტიკაში ხელმოცარული ადამიანია, მას სერიოზულად კაციშვილი არ აღიქვამს, პასპორტი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა ჩამოართვა, ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?! – ასე უპასუხა ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
„არახამია არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი გუნდის თავმჯდომარემ ანუ პრეზიდენტმა საერთაშორისო პასპორტი შეუჩერა და თქვა, რომ აშშ-სა და ევროპაში უსაქმურად დარბოდა. ეს ხომ ვნახეთ? წარმოიდგინეთ, არახამიას ფრაქციის თავმჯდომარე ჰქვია და პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო.. ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით?! ქართულიც არ იცის!
ქვეყანა ომშია. მე მხარს ვუჭერ უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, მტერი უტევს და ამაზე იყვნენ კონცენტრირებული – რა დროს საქართველოს თემებია!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით არახამიამ, რომელიც ასევე წარმოადგენს უკრაინულ მხარეს რუსეთთან შეხვედრების ფორმატში, გუშინ განაცხადა, რომ თუ ქართველებს თავად არ შეუძლიათ დეოლიგარქიზაცია, ამაში მათ უკრაინა დაეხმარება.
უკრაინულ ვებგვერდზე, სადაც რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო სხვადასხვა პირის სანქცირებას ითხოვენ, ქართველი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების გვარებიც მოხვდა.
15 კაციანი სიიდან 12 ქართველია – ვის სანქცირებას ითხოვს უკრაინა
საკითხზე დავით არახამიამ განაცხადა, რომ აღნიშნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობითაა დაფუძნებული და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვის სანქციების ფორმულირების მთავარ სააგენტოს წარმოადგენს.