პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სახლში ძაღლს ბურთს ეთამაშება. სახალისო მომენტის ამსახველ ვიდეოს „ფეისბუქზე“ აქვეყნებს და წერს:
„როცა შენი ძაღლი უკეთ თამაშობს ფეხბურთს. კუპერი“.
https://www.facebook.com/talakvadze/posts/10158474928137317
თალაკვაძის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეო მისი ფეისბუქ მეგობრები გაამხიარულა.
„არც ბურთი დაგითმო და არც მოედანი“, „გურული ძაღლია“, „არ ჩამორჩა ბუფონს…“ „რა კარგი საყურებელია თქვენი თამაში”, “აშკარად გაჯობა”, “ყველაფერში მაგარი ხარ აჩიკო“, „მგონი ნაკრებს შევკრავთ, ჩემი ბუფონია, შენი მესი“ – წერენ თალაკვაძის მეგობრები.