LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ იცის, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, მხოლოდ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ვერ დავარწმუნეთ – მდინარაძე

63
BeFunky-collage

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. როგორც მდინარაძე ამბობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობასა და ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნდა, ქართული ოპოზიციის გარდა.

„მსოფლიოში არ დარჩა არც ოფიციალური წარმომადგენელი, დასავლეთზე მაქვს ძირითადად საუბარი, და არც ინსტიტუცია, რომელმაც ხაზგასმით არ თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო. მხოლოდ საქართველოში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ამას ჯიუტად იმეორებენ. როდესაც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის არის ლეგიტიმური რაღაც და ეს ბოკერიასთვის ან სააკაშვილისთვის არალეგიტიმურია, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს.

კი ბატონო, გადავიდეთ ხვალინდელზე სასაუბროდ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ ვილაპარაკოთ, რას ვშვრებით ხვალ. ეს ჩახურული ფურცელია, უკვე გადაშლილი ფურცელია, დამთავრებული ამბავია და ყველამ იცის ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ყველა ამას ლაპარაკობს. ვერ დავარწმუნეთ მხოლოდ ბატონი გიგა და ბატონი მიხეილი“. – განაცხადა მდინარაძემ.

ასოცირების საბჭომ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ მოგვიწოდა – კალაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტს აფასებს

შეხვედრები გვექნება, სანამ ეს აუცილებელი იქნება – დანიელსონს პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მოლოდინი აქვს

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები