LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ საკუთარ თავში უნდა მონახოს ნაკლი და დაიწყოს გამოსწორება – ილია მეორე

235
62012872-864491597254533-3821941377797718016-o

ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, საკუთარ თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

საზეიმო ლიტურგიის შემდეგ პატრიარქმა სამებაში იგალობა (ვიდეო)

სამების ტაძარში პეტრე-პავლობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. ქაგაგებისას პატრიარქმა ყურადღება სიყვარულზე და ურთიერთობებზე გაამახვილა. მისი თქმით, ადამიანებმა ერთმანეთი უნდა შეიყვარონ. სხვა ადამიანში ნაკლის ძიების ნაცვლად კი საკუთარ თავში უნდა მონახონ და დაიწყონ გამოსწორება.

„ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მე მაქვს წაკითხული ერთი ისტორია, ოჯახის ისტორია. ცოლი ეხვეწება ქმარს, მინდა, უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა, შენი ერთგული ვიყო და დამიწერე, რა ნაკლი მაქვს, რომ გამოვსწორდეო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა, რა დავწეროო და დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მე მინდა, გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები. ეს დიდი მადლია და დიდი ძალაა. არიან ადამიანები, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება“, – აღნიშნა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები