LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ თქვას, რომ ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს: პეტრე კოლხი

197
kolxi

ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას დეკანოზი პეტრე კოლხი  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გამოვიდეს ყველა და პასუხი აგოს მოკლული ადამიანის წინაშე… ყველამ თქვას, რომ ქრისტეს სახელით ადამიანი მოკლეს… სად არის ის ხალხი, ადამიანებს რომ უღმერთოდ გაუსწორდნენ და მერე რუსთაველზე “გამარჯვების” ნიშნად “დაისი” იცეკვეს!.. ცეკვა სიკვდილის სახელით!..” – წერს პეტრე კოლხი ფეისბუქში.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g