LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველანი გუნდის დასახვედრად: როგორ შეხვდა ხალხი უელსის ნაკრებს (ვიდეო)

18

უელსის ნაკრებს ევრო 2016-ის შემდეგ 200 ათასი ადამიანი დახვდა.
კარდიფის ორი მესამედი ქუჩაშიგამოვიდა, რათა გუნდისთვის მადლობა ეთქვათ.

უელსის დედაქალაქში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებას მიეძღვნა. ქუჩებში ავტობუსის დასახვედრად 200 ათასი ადამიანი შეიკრიბა მაშინ, როდესაც ქალაქის მოსახლეობა 340 ათასს შეადგენს.
გუნდმა კი გულშემატკივრებს მადლობა კარდიფის სტადიონზე უთხრა, ფეხბურთელებმა საპატიო წრე დაარტყეს.

ნაკრების წევრები ასეთ ხალხმრავალ დახვედრას არ ელოდნენ და ტვიტერში სიხარულით აღსავსე შეტყობინებები დატოვეს.

შეგახსენებთ, უელსის ნაკრები ევრო 2016-ზე ოტხეულში მოხვდა, რაც ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები