LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, თუმცა პასუხისმგებლობებს ვერსად გაექცევა: ელენე ხოშტარია

100
ელენე-ხოშტარია

პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ხოშტარიას განცხადებით, პოლიტიკაში ყოფნის უფლება ყველას აქვს, თუმცა “გიორგი გახარიას პასუხისმგებლობები აკისრია, რომლებსაც ერ გაექცევა”.  მისივე თქმით, გახარიას “ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი”.

გახარიას განცხადებას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით, ქართული ოცნების დეპუტატები აფასებენ

გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ – ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი: ელისო ბოლქვაძე

„უფრო საინტერესო გახდება ქართული პოლიტიკური ცხოვრება, თუ გახარიას ვიხილავთ ოპოზიციური პარტიის ლიდერად” – ალეკო ელისაშვილი

“ანალიტიკოსებს შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რა შანსები აქვს გახარიას და როგორ. ჩემი პრეროგატივა არ არის, ამაზე ვიმსჯელო. ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, უბრალოდ მთავარი კითხვები არის, რა არის მისი ამოცანა. ასევე მთავარი კითხვა არის პასუხისმგებლობები, რომლებსაც ვერსად გაექცევა, დაწყებული 20 ივნისიდან, ზვიად რატიანის საქმე და ბევრი სხვა მძიმე საქმიდან, რომელიც მას უკავშირდება. ამ პასუხისმგებლობიდან გაქცევას არ ჰყოფნის პოლიტიკაში ყოფნის დაანონსება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი დღეს გააკეთა.

“არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ” – გიორგი გახარია

ვიდეო: მეც მომენატრეთ – გიორგი გახარია ჟურნალისტებს

პოპულარულები