LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველას ჩვენი წილი გიო გვყავდა… ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველომ დაკარგა ღირსეული, საქმის პროფესიონალი და ძალიან დიდი ადამიანი“ – სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მაგდალინა თოდუა პროფესორ გიორგი გახელაძეს ემოციური პოსტით ემშვიდობება

275
გიორგი გახელაძე, მაგდალინა თოდუა

გუშინ, 24 ივნისს, ოჯახმა გაავრცელა სამწუხარო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახელაძის ცხედარი იპოვეს.

57 წლის პროფესორ გიორგი გახელაძეს 19 ივნისის შემდეგ ეძებდნენ. ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

რუხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მაგდალინა თოდუა პროფესორს ემოციური პოსტით ემშვიდობება და წერს, რომ გიორგი გახელაძე იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მათ პროფესიულ განვითარებაში.

„ყველას ჩვენი წილი გიო გვყავდა 💔

წლების წინ მასწავლებლის სახლში სამოქალაქო განათლების ტრენერებს, გიორგი გახელაძემ მოუყარა თავი.

ასე შეიქმნა სამოქალაქო განათლების „სპეცრაზმელთა“ ძლიერი  „არმია“, გიორგი გახელაძის  ხელმძღვანელობით (რომლითაც ძალიან ამაყობდა).

გიორგი იყო ადამიანი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს (ჩვენს) პროფესიულ განვითარებაში. ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო ჩემი (ჩვენი)  დიდი გულშემატკივარი.

ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველომ დაკარგა ღირსეული, საქმის პროფესიონალი და ძალიან დიდი ადამიანი – გიორგი გახელაძე.

მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა რომ არსებობდი და უდიდეს გამოცდილებას  გვიზიარებდი.

უფალს ებარებოდე  გიო🙏 მუდამ ჩვენს გულში იქნები 💔“, – წერს მაგდალინა თოდუა.

„წარმოუდგენელი ამბის მოწმეები ვართ…ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, მთელს ქალაქს და მთელს ქვეყანას…“ – ცირა ბარბაქაძე გიორგი გახელაძეს ემშვიდობება: რას იხსენებს პოეტი პროფესორზე

„სულ ზურგჩანთით დავდივარ და ფოტოს არავინ მიღებსო…ძალიან უყვარდა თავის საქმე და ყველა სტუდენტს სულს უბერავდა, ძალიან ადრე იყო წასვლისთვის“ – მოქალაქე გიორგი გახელაძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები