ცხოველთა უფლებადამცველი სოციალური გვერდი „თათები“ რაჭაში, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და დაკარგული ცხოველების გადასარჩენად მოხალისეებს თანადგომისკენ მოუწოდებს:
„ყველას დაავიწყდა და ყველამ მიატოვა ოთხფეხა მეგობრები სტიქიის ზონაში… ტოვებენ სიკვდილისთვის და არავის გამოჰყავს…
ვინ ხართ მზად, რომ ჩვენ, მე და თიკოს დაგვიდგეთ მხარში მათ წამოსაყვანად? ამ წუთას მე და თიკო ვარკვევთ მანქანის და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ასევე, ვინ ხართ მზად ეს ცხოველები შეიფაროთ დროებით ან სამუდამოდ“. – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.
შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი
ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ისევ ინტენსიურად ეძებენ. გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.